Foto

ჯონსონი - ბრიტანეთმა კიევის მხარდაჭერა უნდა დააჩქაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის პოტენციური გამარჯვების რისკი იარსებებს

ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ - იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ, უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთმა უნდა დააჩქაროს კიევის სამხედრო მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის პოტენციური გამარჯვების რისკი იარსებებს.

„ჩვენგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ - იარაღი, რათა საქმე დასრულდეს და ამიტომ, უბრალოდ არ მესმის, რატომ განვაგრძობთ დროის გაჭიანურებას? როგორ შევხედოთ ამ ხალხს თვალებში და ავუხსნათ, რატომ ვაჭიანურებთ? მთელი ამ ომის განმავლობაში, ჩვენ ვერ ვაფასებდით უკრაინელებს და ზედმეტად შევაფასეთ პუტინი. დღესაც იმავეს ვაკეთებთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.