რუსეთში, კურსკის ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ერთი მოქალაქე დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
სტაროვოიტის თქმით, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელ ტოიტკინოში დაბომბვას სატვირთო მანქანის მძღოლი ემსხვერპლა.
გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარის გამო რეგიონის სხვა სოფლებში ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.
"კაცი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გარდაცვლილის ახლობლების მიმართ", - აღნიშნა რომან სტაროვოიტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press