Foto

აშშ-მა 150 ბიზნესმენს, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150 ბიზნესმენსა და ადამიანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Associated Press სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს

დასანქცირებულთა შორის არის, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტთან საქმიანობა გახდა.

"ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე შეტანილია სიაში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობის გამო", - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.