სახდეპი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს... მათ შორის ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლილნკენის განცხადებაშია საუბარი.
გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში.
"სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს 70-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ენერგეტიკული წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერსა და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც FSB-მ გამოიყენა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ ზემოქმედების მოხდენისთვის.
გარდა ამისა, დეპარტამენტი სანქციებს უწესებს იურიდიულ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და არემონტებენ რუსული სამხედრო იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში, და ვაგნერის ჯგუფთან კავშირში მყოფ ინდივიდს, რომელიც მონაწილეობს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან რუსეთში საბრძოლო მასალის გადაზიდვაში", - წერს ბლინკენი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150 ბიზნესმენსა და ადამიანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press