ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერცერთი სანქცია ვერ შეცვლის ჩვენს ხედვას აშშ-საქართველოს ურთიერთობებში,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მილერის თქმით, აშშ საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ სოლიდარულია.
"ჩვენ სანქციები დავუწესეთ 150-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკური პირს. არ ვისაუბრებ თითოეული სანქციის დეტალებზე. გადაგამისამართებთ ჩვენსა და სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან, თუმცა 150 პირზე ცალ-ცალკე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სოლიდარული ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებისადმი, იყვნენ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
უკანასკნელ 30 წელიწადში ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად. ვმუშაობთ ერთად ისეთი საქართველოსთვის, რომლის ხედვასაც ვიზიარებთ; საქართველოსთვის, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში და ჩვენ მიერ ინდივიდუალური პირის მიმართ დაწესებული ვერც ერთი სანქცია ამ ხედვას ვერ შეცვლის ჩვენს ურთიერთობებში“,- განაცხადა მილერმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press