ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანება გაუნულდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დავალიანება, დაახლოებით, 40 მლნ ლარს შეადგენს.
"დაახლოებით, 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანება გაუნულდება. მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. ეს არის, დაახლოებით, 40 მლნ ლარის დავალიანება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press