გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაიცემა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, გურიაში მოქალაქეებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაუზიანდათ, მთავრობა ახალ ბინებს ან თანხას გადასცემს მათ შესაძენად.
"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის - თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით.
ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა და ამ სახლებში გაჩერება შეუძლებელია და არ შეიძლება იქ ცხოვრება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკის საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლში ან დაენგრა ან მისი სახლი გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ან ახალი სახლი, ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს, დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, სალიკვიდაციო სამუშაოები რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს",- განაცხადა პრემიერმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press