დიდმა ბრიტანეთმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პირებს, რომლებიც „ვაგნერს“ აქტიურ მხარდაჭერას გაუწევენ ან მის რიგებში გაწევრიანდებიან, 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
BBC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ „ვაგნერის“ გავლენა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა, დაჯგუფება მაინც რჩება „სერიოზულ და პოტენციურად გამანადგურებელ ძალად იმ ქვეყნებში, სადაც ამ დრომდე არის წარმოდგენილი“.
აღნიშნულ საკითხზე ასევე გავლენიანი მედია Bloomberg-ი წერდა, რომ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში „ვაგნერის“ ქსელი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პირდაპირი კონტროლის ქვეშ გადავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press