შაკო კუჭაშვილი (სამოქალაქო აქტივისტი): - ციტატა
ქართველი კაცის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ბაიდენის ადმინისტრაციისგან ჰქვია თავისი სახელი და ყველამ ეს სახელი უნდა დაარქვას ამ ფაქტს - ეს არის შეტევა ქვეყანაზე. ოთარ ფარცხალაძეს შეიძლება ამ ფაქტით არც არაფერი დააკლდეს, მაგრამ თვითონ ფაქტია ძალიან აღმაშფოთებელი და ცხადია, ეს არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, რაც მსმენია ისაა, რომ აქვს დიდი ქრისტიანული ოჯახი, დაფინანსებული აქვს რამდენიმე მონასტრის მშენებლობა და აქტიურად არის ჩართული ბევრ საქველმოქმედო საქმეში. ხოლო, რასაც ოპოზიციური პროპაგანდა ოთარ ფარცხალაძეზე წლების განმავლობაში ავრცელებს, ეს მხოლოდ მატებს მას პერსონალურ ღირსებას.
უამრავ ქართველში ეს დასანქცირებაც გააჩენს სამართლიან განცდას, რომ ოთარ ფარცხალაძე რაღაც კარგს აკეთებს და სწორედ ამიტომ ,,სჯიან".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press