Foto

ალექსანდრ ლუკაშენკომ ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ჩრდილოეთ კორეასთან ერთად „სამეულის თანამშრომლობა“ შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია Deutsche Welle ავრცელებს.

თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან მოლაპარაკებების შესახებ დეტალურად აცნობა.

„სასიამოვნო იყო შენი და კიმ ჩენ ინის ნახვა აღმოსავლეთ კოსმოდრომზე. ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ თანამშრომლობაზე ჩვენ სამს შორის - ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი“, - აღნიშნა ლუკაშენკომ პუტინთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, ბელარუსისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში გაიმართა. მათი განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი, ეკონომიკური თანამშრომლობა და კიმ ჩენ ინთან გამართული მოლაპარაკებები იყო.