უკრაინის არმია წინ მიიწევს, თუმცა იარაღის კუთხით, მტერს უპირატესობა აქვს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ყველა პარტნიორის მადლიერია, ვინაიდან დახმარების გარეშე უკრაინა გამარჯვებას ვერ შეძლებდა.
"უკრაინელები მამაცები, შეუპოვრები არიან და პროფესიონალურად იბრძვიან, მაგრამ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად იარაღი გვჭირდება. უკრაინელებმა გარისკეს და შეტევაზე გადავიდნენ იმ პირობებში, როცა მტერს მეტი ხალხი, იარაღი და საჰაერო უპირატესობა აქვს.
ყველა ჩვენი პარტნიორის მადლობერი ვართ სამხედრო დახმარებისთვის, ამ დახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით", - წერს Telegram-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press