უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ ზალუჟნი Telegram-ზე წერს.
ზალუჟნის თქმით, მან პარტნიორებს დეტალურად გააცნო ფრონტზე არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორებისგან "კარგ ამბებს ელოდება".
"პარტნიორებს დეტალურად გავაცანი ოპერატიული ვითარება მთელ ფრონტზე. მოვუსმინეთ მეთაურებს და განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც ძალოვან დაჯგუფებებში წარმოიშვა. წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარების შესახებ.
გარდა ამისა, მხარეებმა განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საჭიროება. ჩვენ კარგ ამბებს ველოდებით", - წერს ზალუჟნი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press