Foto

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ესტუმრა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ოთხდღიანი ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იტყობინება, მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ორი მხარე ერთმანეთს "ღრმა პოლიტიკურ ნდობას" გამოუცხადებს.

"ვანგ ი, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე, მმართველი "კომუნისტური პარტიის" საგარეო საქმეთა ოფისს, შეხვდება უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს, უსაფრთხოების ყოველწლიურ მოლაპარაკებებზე",- ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც Reuters-ი რუსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით წერს, ჩინელი დიპლომატის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებები "საკითხთა ფართო სპექტრს" მოიცავს.

არსებობს ვარაუდი, რომ ვან ის რუსეთის ფედერაციაში ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს სახალხო რესპუბლიკაში. 

1-ელ სექტემბერს, პუტინმა განაცხადა, რომ ელოდა პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ მას არ დაადასტურებია, რომ ჩინეთში გამგზავრებას აპირებს.