თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისმა უწყებებმა ქართულ მხარეს უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ.
კალაძის თქმით, ქართველი ხალხი "მეტ კონკრეტიკას" იმსახურებს.
„პირველ რიგში, საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ საქართველოს იმ მოქალაქეზე, რომელზეც ამბობენ სანქცირებულიაო, მეტი ინფორმაცია წარმოადგინონ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს, რომ საკითხის გარშემო მეტი კონკრეტიკა წარმოადგინონ.
გახსოვთ, მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვა მოხდა. თუმცა, ახსნა-განმარტებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდებოდა.
მე ვფიქრობ, სულ მცირე, როცა სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ჩვენთვის მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს მოწოდებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press