საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ოტმარ კარასმა მადრიდში განაცხადა.
როგორც კარასი აღნიშნავს, მისთვის ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა ქართველი ხალხისთვის.
„ევროპარლამენტმა ხმამაღლა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში მრავალი ადამიანისთვის. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ეს არის ჩვენი პერსპექტივა და საერთო ხედვა. ახლა უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ წინ ევროკავშირში და ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში“, - განაცხადა ოტმარ კარასმა, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ცნობისთვის, მადრიდში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press