სხდომაზე საუბარი შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც გავრცელდა სუს-ის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძის თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია და ვითარების არევის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს.
„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების ნებისმიერი არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მითუმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press