მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.
„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“ ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)).
"ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის, მონღოლეთის, პაკისტანის დანიშნულმა საფოსტო ოპერატორემა და საბაჟოს წარმომადგენლებმა, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა. სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს.
სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წინასწარი ელექტრონული მონაცემების, საბაჟო დეკლარაციის სისტემისა და საფოსტო უსაფრთხოების მიმართულებით",- ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press