დიდი ხანია, ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყანაში სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებენ.
„ჩვენ დიდი ხანია, ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში.
დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის, ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე, მაგრამ რეალურად ის მართავს ФСБ-ს სქემებს ფინანსთა სამინისტროში, ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლივ, რადგან უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.
მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი. ფარცხალაძე არის ფინანსური პოლიციის რეალური მმართველი, უწყება რომელიც გამოყენებულია ბიზნესის ტერორისთვის და სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში.
ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში. მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი) და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს „იცავს“ შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც, სავარაუდოდ, უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.
ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს ასევე აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი „ხელი“ გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია "პეტროკასით".
ეს არის არასრული სქემა, რუსული ФСБ-ს გავლენების საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ მოკვლევას, აუცილებლად ვამხელთ ყველა იმ აგენტს, ვინც წარმოადგენს ФСБ-ს ქსელს საქართველოში და ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს . სანქციები შეგეხებათ ყველას და მალე გასამართლდებით სახელმწიფოს ღალატისთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
15 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ირგვლივ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press