დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იმპერიალისტურ ომს იწყებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტეინის ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე განაცხადა.
ოსტინის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა წინსვლას აგრძელებს და უკრაინული სამხედრო ძალები რუსეთის აგრესიული არმიის შემორჩენილ ხაზებს არღვევენ.
"დრო პუტინის მხარეს არ არის ამ ომში. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეს, რომელიც იწყებს იმპერიალისტურ ომს. დრო არასოდეს უჭერს მხარს აგრესიას. უკრაინის ხალხი იბრძვის თავდაცვისთვის, სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან საკუთარი მომავლის შესანარჩუნებლად და თავისუფლებისთვის და მათ აქვთ გამბედაობა და შეუპოვრობა, რომ კრემლზე მეტხანს გაძლონ", - განაცხადა ოსტინმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press