Foto

სინეგუბოვი - რუსებმა ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, მომხდარის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, მომხდარის შედეგად დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

სინეგუბოვის თქმით, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

"რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს ხარკოვის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს მტერმა მართვადი ბომბით დაარტყა ქალაქ კუპიანსკს. ამ თავდასხმას სამი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა", - წერს სინეგუბოვი.