დანია უკრაინისთვის კიდევ 45 ტანკის გადაცემას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა CNN დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან ერთად, დანია კიევს იარაღის დამატებით არსენალს, საბრძოლო მასალასა და ნაღმებს გადასცემს.
როგორც გამოცემა წერს, დახმარება დანიის, ნიდერლანდების და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ნაწილია.
„მრეწველობის მარაგებიდან და წარმოებიდან მასალების მუდმივი მიწოდება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იქნება“, - ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press