აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი გეგამ სტეპანიანი ავრცელებს.
ამასთან ერთად, ომბუდსმენის ცნობით, დაშავდა 23 ადამიანი, საიდანაც 8 არასრულწლოვანია.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press