Foto

მედია - ნიკოლ ფაშინიანსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. 

როგორც სომხური მედია იუწყება, მხარეებმა აზერბაიჯანის თავდასხმის შემდეგ მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს.

ნიკოლ ფაშინიანმა და ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ძალის გამოყენება დაუშვებელია და აღნიშნეს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების აუცილებლობა დეესკალაციისთვის.

ცნობისთვის, აზერბაიჯანულმა თავდაცვის ძალებმა "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყეს.