ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს.
„ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. როგორც ადრე აზერბაიჯანთან აღვნიშნეთ, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს. მოწოდებით გამოვდივართ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი“, - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბაქომ ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყება გამოაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press