პარლამენტის პლენარული სხდომათა დარბაზის სიახლოვეს, ფოიეში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.
ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ხელჩართული ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი შეაწყვეტინეს და რუსეთის ჯაშუში უწოდეს.
ფიზიკური დაპირისპირების პარალელურად, პლენარული სესიის დარბაზში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ფიზიკურ დაპირისპირებამდე დაძაბული ვითარება იყო პარლამენტის სხდომის დაწყებისასაც. ოპოზიციის წარმომადგენლებმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის ცვლილების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სესია სწორედ აღნიშნული საკითხის განხილვით უნდა დაწყებულიყო. ამას სასესიო დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ვაშაძე დარბაზიდან გააძევა. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press