მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, შევიკრიბოთ 19:00 საათზე პარლამენტთან, რათა დავასრულოთ რუსული ჯაშუშური ქსელი საქართველოში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
როგორც ხაბეიშვილმა პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნა, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პოლიტიკური გუნდი რუსეთის აგენტ ოთარ ფარცხალაძეს იცავდა.
„ყველამ კარგად უნდა იცოდეს და ყველამ ნახა, რომ „ეფესბეს“ აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დამცველები საკუთარ თავს იცავდნენ, რადგან არიან მხილებულები და არიან ეჭვმიტანილები. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც ხელს იქნევდა, ვინც აქტიურობდა ფარცხალაძის დაცვაში, ეს ადამიანები ჩართულები არიან ჯაშუშურ საქმიანობაში, საქართველოს ღალატში და ამიტომაც, დღეს, ფაქტობრივად, საკუთარი სახე აჩვენეს, როცა „ეფესბეს“ აგენტს ფარცხალაძეს იცავდნენ საქართველოს პარლამენტში...
ჩვენ არაფრის არ გვეშინია. მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე იმისთვის, რომ მათ შორის სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდეთ ყველა ერთად. ძალიან რთული ბრძოლა გველოდება და მნიშვნელოვანია, თითოეული საქართველოს მოქალაქის ჩართულობა",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press