ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.
როგორც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, "ხალხის სულისკვეთებას წინ ვერაფერ დაუდგება".
"ჩვენი უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყოვედღიურად პროცესებში; ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში; ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში - ეს არ უნდა იყოს ფარცხალაძის გადასაწყვეტი; ჩვენი ურთიერთობა აგენტებთან უნდა ავიღოთ ჩვენს ხელში, თორემ ესენი აგენტების დამჭერები არ არიან... ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ ამ მანკიერ წრეს...
ხალხის სულისკვეთებას ვერაფერ დაუდგება წინ... ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ, ქართველები ისედაც გადაშენების პირას ვართ მისული",- თქვა სააკაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press