ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, "ფორმულას" ჟურნალისტს, დემნა დევდარიანს განუცხადა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის მაღალჩინოსნის თქმით, ვინც ფარცხალაძესთან ახორციელებს ტრანზაქციებს, თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.
"ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან ჩვენს მიერ, რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს, სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ", - განაცხადა სახდეპის მაღალჩინოსანმა.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
"სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული.
კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვავისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე).
გუშინ, 19 სექტემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა.
გუშინვე პრეზიდენტმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press