სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ სამხედრო კონფლიქტის ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, თუმცა აღნიშნავს, რომ "განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში".
„ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დრო და დრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press