რუსეთის მთავრობამ შიდა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ბენზინისა და დიზელის ექსპორტი დროებით შეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია "რია ნოვოსტი" მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამის დადგენილებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა უკვე მოაწერა.
მთავრობის განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია შიდა ბაზარზე საწვავის ფასის სტაბილიზაციის მიზნით.
მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასი რუსეთში რეკორდულად მაღალი იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press