ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტებმა პოლონეთის გავლით მარცვლეულის ტრანსპორტირების პროცედურების გამარტივება და ლიეტუვის გავლით ტრანზიტის გაზრდა განიხილეს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
"საერთო, მთავარი მიზნისთვის - ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან - უკრაინასა და პოლონეთს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. პოლონეთის ადგილი მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა ნაუსედამ.
შეგახსენებთ,16 სექტემბერს, ევროკავშირმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო არ გაახანგრძლივა.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არ ეთანხმებიან ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში იმპორტის აკრძალვა უნდა მოიხსნას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press