Foto

სლოვაკეთმა უკრაინულ მარცვლეულზე შეზღუდვა მოხსნა

სლოვაკეთმა უკრაინულ მარცვლეულზე დაწესებული ემბარგო შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეები ერთობლივი ლიცენზირებული სავაჭრო სისტემის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. 

აღნიშნულის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სლოვაკეთის წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს უკან გაიწვევს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვის გამო პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანა.