დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ ხუთ პირს ბრალდება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური დანაშაულისა და ანტიტერორისტული სამმართველოს ხელმძღვანელი ნიკ პრაისი ავრცელებს.
პრაისის თქმით, საუბარია სამ მამაკაცსა და ორ ქალზე, რომლებიც "აგროვებდნენ მტრისთვის ირიბად ან პირდაპირ სასარგებლო ინფორმაციას".
"CPS-მა დაამტკიცა ბრალდება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცისა და ორი ქალის წინააღმდეგ.
ორლინ რუსევი - 45, ბიზერ ჯამბაზოვი - 41, კატრინ ივანოვა - 31, ივან სტოიანოვი - 31 და ვანია გაბეროვა - 29 წლის. ეს პირები ბრალდებულნი არიან ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც პირდაპირ ან ირიბად სასარგებლო იქნება მტრისთვის იმ საზიანო მიზნებისთვის", - განაცხადა ნიკ პრაისმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press