ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადაკეტვა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა პარალიზებულია. ამასთან ერთად, გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციასთან კონფლიქტში შევიდნენ.
სომხეთის ოპოზიციური ბლოკის, „დედა სომხეთის“ ლიდერმა, ანდრანიკ ტევანიანმა განაცხადა, რომ ხვალიდან საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდება.
„გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ სასწრაფო და სახანძრო მანქანები დაიშვებიან. მოქალაქეები პოლიციასთან კონფლიქტში არანაირ შემთხვევაში არ უნდა შევიდნენ“, - აღნიშნა ტევანიანმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press