პოლონეთის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ სუვერენული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა.
რაიდერის თქმით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა გადაწყვიტოს, უკრაინას რა დონის მხარდაჭერას გაუწევს.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, გადაწყვიტოს, რა დონის მხარდაჭერას გაუწევენ უკრაინას", - აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას ამჟამად არ გადასცემს სამხედრო დახმარებას, რადგან ის ორიენტირებულია საკუთარი არმიის გადაიარაღებაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press