უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის ლიდერები კანადის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას განიხილავენ.
ზელენსკი და ტრუდო ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესახებ.
"მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ უფრო დიდ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ პუტინის რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მათ შორის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ნავთობი და გაზი.
კანადა ყოველთვის იქნება უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვას აგრძელებენ",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press