თქვენი მთავრობისგან არ მიკვირს ადამიანის სიცოცხლის გაწირვა,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზე ისაუბრა და თქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ტრაგედიის "ჩაფარცხვით" არის დაკავებული.
"თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებით მოვიდა, როდესაც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის, გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი დროშად აქციეთ. თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს თავგამოდებით იცავს, მაგრამ შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვას ცდილობს. ფარცხალაძის დაცვა, შოვის ტრაგედიის ჩაფარცხვა - ამ ერთ წინადადებაშიც კი ცხადია, რა მთავრობაა ეს",- მიმართა ბოკუჩავამ გომელაურს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press