დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას სევასტოპოლში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ გუბერნატორი, მიხეილ რაზვოჟაევი ავრცელებს.
როგორც რაზვოჟაევის აღნიშნავს, რაკეტის ფრაგმენტი რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქის ცენტრში, ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარედ დაეცა.
"მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ფლოტის შტაბზე. ფრაგმენტები ჩამოცვივდა ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე", - წერს რაზვოჟაევი.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press