ჩინეთი სირიასთან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სი ძინპინის თქმით, პარტნიორობა ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.
"სტრატეგიული პარტნიორობა გახდება დიდი მიღწევა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში. არასტაბილურ საერთაშორისო ვითარებაში ჩინეთს სურს სირიასთან მუშაობის გაგრძელება. ჩვენ ერთმანეთს მტკიცედ ვუჭერთ მხარს. გვსურს მეგობრული თანამშრომლობა და საერთაშორისო სამართლიანობის ერთობლივად დაცვა", - განაცხადა სი ძინპინმა.
ცნობისთვის, ჩინეთი უკვე მრავალი წელია, რაც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს სირიაში მხარს უჭერს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press