ენმ-ის წევრსა და საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.
ეძგვერაძე შემთხვევას 22 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” გლდანის მააჟორიტარ დეპუტატთან, კოტე ზარნაძესთან დაპირისპირებას უკავშირებს.
"რაც მოხდა ყველამ ნახეთ, მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა. ეს კონკრეტული პიროვნება ზარნაძე არის დაახლოებული ამ ზონდერ ჯგუფებთან, ქართული ოცნების აქტივისტებთან, მხარდამჭერებთან. სახელი და გვარები შემიძლია დავადასტურო, ამოვიცნო.
მოულოდნელად დაგვესხა თავს 20 პიროვნება მეტი, ალბათ, მანქანებით შემოვარდნენ, დალეწეს. 112-ის კამერებიც აყენია აქ. იმედია, ამოიღებენ, ძირს დაგვაგდეს, თავში მაქვს ნარტყამი. დავალება იყო, რომ განსაკუთრებით მე მომქცეონდნენ ასე. მეძახნდნენ, ხომ წამოგვაგეო პროვოკაციაზეო და რას გულისხმობდნენ, არ ვიცი. ყვიროდნენ, ზარნაძის გვარსაც ყვიროდნენ", - ამბობს ეძგვერაძე.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები გლდანში მივიდნენ, სადაც დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press