პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
პოლონეთის პრემიერმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ პოლონელებს შეურაცხყოფა აღარასდროს მიაყენოს.
„მინდა, პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, აღარასდროს მიაყენოს შეურაცხყოფა პოლონელებს, ისე როგორც მან ეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა”, – განაცხადა მატეუშ მორავიეცკიმ საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას.
ცნობისთვის, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press