Foto

ტარნავსკის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ვერბოვეში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს

ტავრიას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურის, ალექსანდრე ტარნავსკის განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ვერბოვეში რუსების თავდაცვის ხაზი გაარღვიეს. ამის შესახებ ტარნავსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მომავალში კიდევ უფრო მეტად წაიწიონ წინ. 

„მარცხენა ფლანგზე [ვერბოვის ქვეშ] ჩვენ გვაქვს გარღვევა და ვაგრძელებთ წინსვლას.

არც ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო, არა როგორც მეორე მსოფლიო ომის ფილმებში",- აცხადებს ტავრიას ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაური.