Foto

ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ

ანექსირებულ სევასტოპოლში დროებითი თავშესაფრების მზადყოფნის შემოწმებას იწყებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური რუსეთის მიერ დანიშნულ "ხელმძღვანელზე", მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს.

„ჩვენ მოვამზადეთ თავშესაფრები მაშინ, როცა ქალაქი შედარებით სიმშვიდე იყო, ერთი წლის წინ. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, უკვე რეალობაა“,- წერს რაზვოჟაევი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 23 სექტემბერს სევასტოპოლში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. ერთი დღით ადრე კი, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. კიევის ცნობით, დარტყმის მსხვერპლი რამდენიმე მაღალჩინოსანი რუსი სამხედრო გახდა.