საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 24-27 სექტემბერს ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთის სენატის პრეზიდენტთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები.
"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს.
შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, გენრიეტა წიწავა და ეკატერინე სეფაშვილი შედიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press