მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემას, არამედ იარაღის გაყიდვას, იარაღით ვაჭრობას უკავშირდება,- ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, პაპამ აღნიშნა, რომ "გარკვეულ იმედგაცრუებას" გრძნობს.
„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში... ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე იქნება უკრაინელი ხალხი და ეს უსიამოვნოა“,- თქვა პაპმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press