ჩემთვის დღეს, ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, გლდანში მომხდარი თავდასხმა "პოლიტიკური ნიშნით წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა იყო".
"თუკი, ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა, ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული. ეს არის შეუსრულებელი ამოცანა და მისია. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი - ხელისუფლება, რომელიც დგას კრიმინალებზე. კრიმინალები, რომლებიც საზრდოობენ ხელისუფლებით. მეც, ჩვენც დავინახეთ, რომ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორებს, ვინც თავს დაეხსნენ გლდანში ჩვენს მეგობრებს, არანაირი განსხვავება არ არის.
ისინი ფეხაწყობილები, ხმაშეწყობილები სრულ კოორდიანაციაში არიან წლების განმავლობაში... ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მასობრივი დარბევა პოლიტიკური ნიშნით. აქ თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს ან დააფიქსირებს სხვა მოსაზრებას, ამ ადამიანს არაფერი საერთო არ აქვს ობიექტურობასთან. დიახაც, ჩემთვის დღეს, ყველა ის პოლიციელი, ვინც ხელს აფარებს კრიმინალს, არის ისეთივე კრიმინალი და მათ წინააღმდეგ ბრძოლა არის პატივი",- განაცხადა ნიკა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press