არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრა, საქართველოში 90-იანი წლები რეინკარნირდა, რაც წარსულს უნდა ჩაბარდეს.
"დიღმის სამმართველოში, მინუს დროებითი დაკავების იზოლატორი, სადაც ვიყავი და ვერაფერს ცუდს იქ დასაქმებულ თანამშრომლებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მანამდე ორ სხვადასხვა სართულზე ვიყავი და გადაჭარბების გარეშე - არაფერი განსხვავება "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისსა და დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობას შორის არ არის. ეს არის პარტიული დაწესებულება, რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარეშე...
მე ველოდები გამარჯვებას ამ ქვეყნის, ამ ხალხის. 90-იანი წლები, რომელიც რეინკარნირდა და "შპანა" და "კანონიერი ქურდები" რომ უბან-უბან დაძრწიან და აკონტროლებენ ყველაფერს, ეს უნდა ჩაბარდეს მთავარ სახელმწიფოებრივ გამოწვევებთან ერთად წარსულს. სირცხვიალია, კალენდარზე 2023 წელია... ეს ხალხი დასამარცხებელია და დამარცხდებიან",- თქვა მელიამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press