საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მართავს.
"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდება, 26 სექტემბერს, რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press