სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დაკავებულთაგან 49 პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ერევანში საპროტესტო აქციები დღეს, 08:00 საათიდან განახლდა. აქციის მონაწილეები ქუჩების ბლოკირებას ახდენენ და მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენების გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
"ჩვენ ვცდილობთ ქალაქის პარალიზებას. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მთელი სომხეთი პარალიზდება. ძალაუფლების ერთადერთი საყრდენი პოლიციაა",- აცხადებს ეროვნული კომიტეტის წევრი ვაზგენ მანუკიანი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press