რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Exo Kavkaza ავრცელებს.
საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, რომელიც რუსეთის მთავრობამ 21 სექტემბერს თავდაპირველად, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ ეხებოდა, თუმცა, დოკუმენტში ცვლილებები შევიდა და მას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაემატა.
რუსეთის გადაწყვეტილებაზე ოკუპირებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.
რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს საავტომობილი ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის შეზღუდვა დროებითია და შიდა ბაზარზე საწვავის ფასის დასტაბილურებას ისახავს მიზნად.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press